loader

კერძო სკოლა "ფესვების" პედაგოგები სკოლისთვის საჯარო სტატუსის დაბრუნებას ითხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კერძო სკოლა "ფესვების" პედაგოგები სკოლისთვის საჯარო სტატუსის დაბრუნებას ითხოვენ

კერძო სკოლა "ფესვების" პედაგოგების ნაწილი სკოლისთვის საჯარო სტატუსის დაბრუნებას ითხოვს. დიდ დიღომში მდებარე კერძო სკოლა "ფესვების" პედაგოგების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა, რის გამოც ორი გაკვეთილი ჩაიშალა.

როგორც "პალიტრა ტვ"-სთან საუბრისას პედაგოგმა მარინა კორძახიამ განაცხადა, 2011 წელს 187-ე საჯარო სკოლის პრივატიზაცია ჩუმად მოხდა და ის კერძო სკოლა "ფესვებმა" მილიონ ლარად შეიძინა.

კერძო სკოლა "ფესვების" დირექტორის, მანანა ბირჯიშვილის განცხადებით კი, 187-ე სკოლაში მოსწავლეთა მცირე კონტინგენტი იყო და 2011 წელს, შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, მან სკოლის შენობა შეიძინა.