"აი, ასე გავუწოდე ხელი" - ბიძინა ივანიშვილი მედვედევთან შეხვედრის შესახებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რუს კოლეგა დიმიტრი მედვედევთან გასაუბრების დეტალებს ჰყვება. "რამდენიმეწუთიანი არ იყო ეს შეხვედრა - გავუწოდე ხელი, იმანაც იქიდან გამომიწოდა. ვუთხარი, სასიამოვნოა შეხვედრა-მეთქი, იმანაც მითხრა, სასიამოვნოაო", - განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს დავოსში ყოფნისას.
მისივე განმარტებით, აქვს განცდა, რომ ურთიერთობის დალაგებასთან დაკავშირებით მოსკოვის მხრიდანაც მზადყოფნაა.
"თუ ურთიერთობის დალაგების პროცესები განვითარდება, რა თქმა უნდა, შეხვედრები კიდევ გველოდება წინ. რუსეთის ინტერესებშიც შედის ის, რომ ურთიერთობები დალაგდეს", - აღნიშნა ივანიშვილმა.