loader

მძღოლები მოთხოვნების დაკმაყოფილებას ხვალ თბილისის მერიასთან მოითხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძღოლები მოთხოვნების დაკმაყოფილებას ხვალ თბილისის მერიასთან მოითხოვენ

გლდანის ავტოპარკში "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლებსა და ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების გაფიცულ მძღოლებს შორის მოლაპარაკება დასრულდა.

როგორც მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მძღოლებმა განუცხადეს, შეხვედრას შედეგი არ მოჰყოლია. 

შეხვედრის მონაწილეების თქმით, მათ ერთადერთ მოთხოვნაზე მიაღწიეს შეთანხმებას - ეს არის სხვადასხვა ხაზიდან გათავისუფლებული მძღოლების სამუშაო ადგილებზე დაბრუნება.

შეხვედრას საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ გააჟღერეს ხვალინდელი გეგმებიც. კერძოდ, ისინი გაფიცვას გააგრძელებენ და ხვალ, 10.30 საათიდან თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილებას თბილისის მერიასთან მოითხოვენ.