ყაზბეგში, ხარების სახელობის მონასტერში ხანძარი გაჩნდა
ყაზბეგის რაიონის სოფელ არშის ხარების სახელობის ტაძარს და მონასტერს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად მონასტერი მთლიანად დაიწვა, ტაძარი კი განადგურებას გადაურჩა - ცეცხლი მხოლოდ ნაგებობის სახურავს მოედო. სახანძრო-სამაშველო სამსახური ადგილზე დროულად მივიდა, თუმცა გაუმართავი ტექნიკის გამო მეხანძრეებმა ცეცხლის დროული ლოკალიზება ვერ მოახერხეს. სავარაუდოდ, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გაუმართავი ელექტროსადენები გახდა.
წყარო info9.ge
წყარო info9.ge