მშობლებმა ფარული კამერით შვილის მომვლელის სასტიკი საქციელი გადაიღეს
რუსეთში, პენზის რეგიონის ერთ-ერთ ქალაქში მცხოვრებმა მშობლებმა სახლში ფარული კამერა დააყენეს, რადგან მათი ორი შვილის მომვლელის საქციელში ეჭვი ეპარებოდათ. ახალგაზრდა წყვილმა შემზარავი ვიდეომასალა ნახა - ძიძა მთელი დღის მანძილზე ბავშვს სამზარეულოში კეტავდა, მისით რომ არ "შეწუხებულიყო" და ხშირად სცემდა კიდეც პატარა გოგონას.
რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლარისა ჟულიცკაია წყვილმა ძიძად ერთი წლის წინ დაიქირავა და მათივე თქმით, ქალს ოჯახის წევრივით ექცეოდნენ - კარგად უხდიდნენ და საჩუქრებითაც ანებივრებდნენ. ეჭვები კი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც 2 წლის გოგონამ აგრესია გამოავლინა სათამაშოებისადმი.
მშობლებმა ვიდეო youtube-ზე განათავსეს სათაურით: "სადისტი ძიძა", სადაც წერენ, რომ ეს კადრები ძალიან მსუბუქია იმასთან შედარებით, რაც მილიციას გადაეცა.