ado.slave('adoceanadvertlinegezdhtljqjof', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });
00:00 / 00:00
Autoplay
ado.slave('adoceanadvertlinegeweojpwjoya', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });

ზესტაფონის ახალი, თანამედროვე სავაჭრო ცენტრი

16:15 / 28-01-2013
ზესტაფონის ახალი სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია ბოლო დროს ცენტრის ირგვლივ განვითარებულ აჟიოტაჟს ეხმაურება.

"ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელია ის განცხადებები, რომლებიც იმ ნოვაციური სიახლის მისამართით კეთდება, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო, ახალი სავაჭრო ცენტრის გახსნას გულისხმობს. არ გვინდა ვიფიქროთ, თუმცა ბოლო პერიოდში გამოთქმული პრეტენზიები აჩენს ეჭვს, რომ აღნიშნული უკმაყოფილება მიზანმიმართულ ანტიკამპანიას ემსგავსება. გვინდა განვმარტოთ, რომ ზესტაფონის ახალ სავაჭრო ცენტრში განთავსებულ საკოლმეურნეო ბაზარში მსურველებს ვთავაზობთ სავაჭრო ადგილებს დღეში 2 ლარად და 50 თეთრად. მოვაჭრეები უზრუნველყოფილნი არიან მაქსიმალურად კომფორტულ პირობებში მუშაობით. ნებისმიერი მოვაჭრე სარგებლობს სტანდარტული დახლით. ცენტრში ფუნქციონირებს თანამედროვე ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის ხარისხის სრულ კონტროლს. კეთილმოწყობილია პარკინგის ზონა და ავტოსადგურის მოსაცდელი, თუმცა მოქალაქეთა უკმაყოფილო ნაწილი, არსებული რეალობის მიუხედავად, რადიკალურად განსხვავებულ და დამახინჯებულ ინფორმაციას ავრცელებს და მაღალი ფასების და არასათანადო პირობების შესახებ საუბრობს. შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ, სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით მობრძანდნენ სავაჭრო ცენტრში, სადაც ნებისმიერ კითხვაზე მიიღებენ ამომწურავ პასუხს" - ნათქვამია სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები / 21 /
კაკო
ზესტაფონი ინდუსტრიული ქალაქია და მის მოქალაქეებს არ გეკადრებათ ასეთი უარყოფითი ემოციები. ძლივს რაღაც აშენდა და იმის მაგივრათ რომ გიხაროდეთ, ამჟჟავნებთ თქვენს უმადურობას. სიეცხვილია.
თარიღი : 08-02-2013
ტატა
ყველამ იცის რომ ახალი ბაზარი ძალიან მაგარია... იმ ქალების წივილ-კივილი არაფერ შუაშია ბაზრის ფასებთან და მშვენივრადაც იმუშავებენ აქ... ერთი ისაა რომ ქართველებს გვიჭირს სიახლესთან შეგუება და მეორე ყველაზე მთავარი: - მაპატიონ ამ მშრომელმა და პატივსაცემმა ადამიანებმა, იქნებ მიხვდნენ რომ პოლიტიკური, ბინძური მიზნებისთვის იყენებენ მათ პროტესტს და შეგულიანების მეთოდებით მართავენ. ამ ხალხს ატყუებენ, წილების დათრევისთვის უნამუსოდ იყენებენ.
თარიღი : 03-02-2013
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ახლა კითხულობენ

ბოლო სიახლეები

პოპულარული

ado.slave('adoceanadvertlinegetffqcudtev', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });

ზესტაფონის ახალი, თანამედროვე სავაჭრო ცენტრი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა