loader

გიგი უგულავა მძღოლებისთვის ყოველთვიურად 10-ლარიანი ფიქსირებული გადასახადის დაწესების ინიციატივით პარლამენტს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიგი უგულავა მძღოლებისთვის ყოველთვიურად 10-ლარიანი ფიქსირებული გადასახადის დაწესების ინიციატივით პარლამენტს მიმართავს

მიკროავტობუსების მძღოლების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით დედაქალაქის მერია გაფიცულებსა და კომპანიას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩაერთო, - ამის შესახებ მერიაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ირაკლი აბესაძემ განუცხადა.

მისი თქმით, დღეს დედაქალაქის მერი წერილობით მიმართავს პარლამენტს ინიციატივით, რომელიც გულისხმობს მძღოლებისათვის ყოველთვიურად ფიქსირებული გადასახადის დაწესებას, არაუმეტეს 10 ლარისა. საქმე ეხება იმ გადასახადს, რომელსაც მძღოლები, როგორც ინდმეწარმეები, იხდიან.

მისივე თქმით, აქამდე მძღოლებისთვის ფიქსირებული გადასახადი არ იყო დაწესებული და ისინი გადასახადებს შემოსავლების მიხედვით პროცენტულად იხდიდნენ.

თუმცა, მძღოლების მთავარი მოთხოვნაა ყოველდღიური გეგმის შემცირება.
თბილისის მიკროავტობუსების მძღოლები უკვე მეოთხე დღეა, გაფიცულები არიან.