loader

რა იმღერა სინამდვილეში ბიონსემ ობამას ინაუგურაციაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა იმღერა სინამდვილეში ბიონსემ ობამას ინაუგურაციაზე?

ინტერნეტსენსაციად იქცა ვიდეო, რომელზეც ასახულია, რომ თითქოს, ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე ბიონსემ ჰიმნის ნაცვლად სიმღერა "La Fway" შეასრულა. რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება - უბრალოდ, მომღერლის პირის მოძრაობაზე სხვა სიმღერაა დადებული, რომელიც ზუსტად ემთხვევა ჰიმნის ტექსტს.

შარჟი youtube-ზე ცნობილ გვერდს, Bad Lip Reading-ს ეკუთვნის, რომელიც ცნობილი მომღერლების ჰიტებს და პოლიტიკოსების გამოსვლებს ახლებური და სახალისო ინტერპრეტაციით გვთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ ინაუგურაციაზე ჰიმნის შესრულების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიონსემ ფონოგრამით იმღერა. მომღერალს შეეშინდა, რომ სიცივის გამო მისი ხმა მთელი ძალით ვერ გაიჟღერებდა.

იხილეთ: ბიონსემ ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე ფონოგრამით იმღერა