"მიყვარხარ, ჩემო ცოლო" - იაპონელი მამაკაცები სიყვარულის ხმამაღლა გამოხატვაში ეჯიბრებიან
ვალენტინობამდე ორი კვირა დარჩა, თუმცა იაპონელი მამაკაცები თავიანთ მეუღლეებს სიყვარულში საჯაროდ უკვე უტყდებიან. ღონისძიებას, რომელიც ტოკიოში უკვე რამდენიმე წელია იმართება, "ცოლის სიყვარულის დღე" ჰქვია. მეუღლეები ხმამაღლა ყვირიან ფრაზებს: "ყოველთვის მეყვარები", "შენი შემცვლელი არავინაა", "შემიძლია ვიფრინო, რადგან შენ ჩემს გვერდით ხარ".
ცოლების კომენტარებიდან ჩანს, რომ მათი მეუღლების ამგვარი საქციელი დიდ მოწონებას იწვევს. ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა: "დღეს ძალიან მამაკაცური და საყვარელია. მომაგონდა, როგორი "მაჩო" იყო შეყვარებულობის ჟამს. მას შემდეგ, რაც დავქორწინდით, სულ დამავიწყდა ეს ყველაფერი".
ორგანიზატორების განცხადებით, მათ ღონისძიება იმის გამო წამოიწყეს, რომ ტრადიციულად, თავშეკავებული იაპონელებისათვის სიყვარულის ხმამაღლა გამოხატვა საკმაოდ რთულია.