ელემენტარული ლოგიკა მოითხოვს, დაიკითხოს გიგი უგულავა - არჩილ კბილაშვილი
გიგი უგულავას დაკითხვაზე მისვლა მოუწევს? - "მაესტროს" ეთერში სტუმრად მყოფმა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილს ამ კითხვაზე დადებითად უპასუხა. არჩილ კბილაშვილმა შპს "თბილსერვისჯგუფის" მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე ისაუბრა და ამ საქმესთან დაკავშირებით თბილისის მერის დაკითხვაზე დაბარება დაადასტურა. მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ ელემენტარული ლოგიკა მოითხოვს, დაიკითხოს თბილისის მერი, რადგან შპს "თბილსერვისჯგუფში" სტრუქტურული დანაყოფი - "საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება" - მისი განკარგულებით შეიქმნა. გამოძიების მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, ზემოხსენებული სტრუქტურული დანაყოფი პარტიული აქტივისტების მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით ჩამოყალიბდა.
კბილაშვილის განმარტებით, "საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების" 700-ზე მეტი თანამშრომლიდან 200-ზე მეტი მოწმის სახითაა დაკითხული, რომელთა ჩვენებებით იკვეთება, რომ ისინი ასრულებდნენ პარტიულ დავალებებს და არანაირი შეხება ამ სამსახურთან პირდაპირი მნიშვნელობით არ ჰქონიათ.
თემასთან დაკავშირებით იხილეთ: დაასაქმეს "ოცნების" აქტივისტები, რომლებიც კლავიატურას ვერ ანსხვავებენ მონიტორისგან - გიგი უგულავა