ვინი ჯონსი ქართველ სტუდენტებს შეხვდა
ბრიტანელი კინოვარსკვლავი ვინი ჯონსი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს გამოცდილებას უზიარებს. ვინი ჯონსი თეატრალურ უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა. როგორც ჟურნალისტებს ვინი ჯონსმა განუცხადა, საქართველოში "კონსტანტა ბანკის" მოწვევით ჩამოვიდა და ბანკის პროდუქტის - "ინბოქსის" სახე გახდება.
ვინი ჯონსი საქართველოში 5 დღე დარჩება, აქედან 2 დღე დაეთმობა რეკლამის გადაღებებს. ჟურნალისტებთან საუბრისას ვინი ჯონსმა აღნიშნა, რომ ის მოხიბლულია საქართველოთი და მისი დედაქალაქით, განსაკუთრებით კი, თბილისის ძველი უბნებით.
მაყურებელმა ვინი ჯონსი გაიცნო ისეთი ცნობილი ჰოლივუდური ფილმებით, როგორებიცაა: "დიდი კუში", "ევროტური", "კარტი, ფული და ორი ლულა".
იხილეთ: ვის საცემრად მოდის თბილისში ჰოლივუდის ვარსკვლავი ვინი ჯონსი?