loader

მერიაში გიგი უგულავას დაკითხვა თითქმის ოთხ საათს გაგრძელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მერიაში გიგი უგულავას დაკითხვა თითქმის ოთხ საათს გაგრძელდა

თბილისის მერიაში გიგი უგულავას დაკითხვა თითქმის ოთხ საათს გაგრძელდა. მერის კაბინეტიდან გამოსულმა პროკურორმა ნუგზარ სალიამ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა თამარ კუჭავამ აღნიშნეს, რომ გიგი უგულავამ დაკითხვის დროს საქმიანად და მშვიდად ისაუბრა და ყველა დასმულ კითხვას უპასუხა.

გიგი უგულავა მოწმის სტატუსით დაიკითხადედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

შთაბეჭდილება დამრჩა, რომ პროკურატურა ჩიხშია შესული და პროცესების დაჩქარებას ცდილობს, - ეს განცხადება გიგი უგულავამ დაკითხვის შემდეგ გააკეთა. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, მას გამოძიებასთან პრეტენზია არა აქვს. მისი თქმით, იმ საკითხებზე, რაზეც მისი დაკითხვა მოხდა, მის გარდა, გამოძიებას ათასამდე მოქალაქის დაკითხვა მოუწევს.