რა უფრო სასარგებლოა: ქაღალდში თუ პოლიეთილენში შეფუთული პური
ქართულ ბაზარზე მრავალი სახეობის პური იყიდება, თუმცა, მიუხედავად მათი სიმრავლისა, მოსახლეობას არჩევანის გაკეთება მაინც უჭირს. მომხმარებელი ხშირად ჩივის, რომ ორ დღეში პოლიეთილენის პარკში შეფუთული პური შუაში სველი და წებოვანი ხდება.
ეკოლოგ ნინო ჩხობაძის განმარტებით, პოლიეთილენის პარკი საუკუნეების განმავლობაში ნიადაგში რჩება და გარემოს ზიანს აყენებს. პრობლემას ის ფაქტიც ამძიმებს, რომ პოლიეთილენის პარკის შემგროვებელი და გადამამუშავებელი კომპანია საქართველოში არ არსებობს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსის, კახა სოხაძის განცხადებით, პურის წარმოებისას აუცილებელია ცხობის ტექნოლოგიების ზედმიწევნით დაცვა. მისივე თქმით, პურის შეფუთვა საკვები პროდუქტების შესაფუთად დაშვებული მასალით უნდა ხდებოდეს.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ საკვები პროდუქტის ქაღალდსა და მუყაოში შეფუთვა ადამიანის ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლო და უსაფრთხოა და მოსახლეობას პოლიეთილენის პარკის გარეშე ცხოვრებისკენ მოუწოდებენ.