loader

ლალი მოროშკინა და ციხის დირექტორის მოადგილე პატიმრისგან დანით დაჭრას გადაურჩნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლალი მოროშკინა და ციხის დირექტორის მოადგილე პატიმრისგან დანით დაჭრას გადაურჩნენ

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო თბილისის #1 საპატიმრო დაწესებულებაში 31 იანვარს მომხდარ ინციდენტს ადასტურებს. ინციდენტის დროს სამინისტროს თანამშრომელი ლალი მოროშკინა და ციხის დირექტორის მოადგილე ივანე ლეჟავა პატიმრისგან დანით დაჭრას გადაურჩნენ, - ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. 

ამასთან, მომხდართან დაკავშირებით უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი კორძაია მხოლოდ იმას აცხადებს, რომ სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გამოძიებას აწარმოებს. კორძაია დეტალების დაკონკრეტება-დაზუსტებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ დანარჩენზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც გამოძიების შედეგები გახდება ცნობილი.