loader

ბიონიკური ადამიანი, რომელიც ხელოვნური ორგანოების, სინთეტიკური სისხლისგან შედგება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიონიკური ადამიანი, რომელიც ხელოვნური ორგანოების, სინთეტიკური სისხლისგან შედგება

ლონდონის სამეცნიერო მუზეუმში ახალი ექსპონატი გამოფინეს. ბიონიკური ადამიანი, სახელად რექსი, პროთეზების სფეროში არსებული უახლესი ტექნოლოგიური განვითარების შედეგია. ხელოვნური ორგანოების, სინთეტიკური სისხლის და რობოტის კიდურების გაერთიანება 640 ათასი ფუნტი დაჯდა. პროექტის ადმინისტრატორის განცხადებით, რომელიც თავად არის პროთეზის მომხმარებელი, მკვლევართა ჯგუფს სურდა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, თუ რა დონეზეა განვითარებული ტექნოლოგიები, რისი მიღწევაა შესაძლებელი ამ ეტაპზე და ამავე დროს, რა მიზნები რჩება მიუღწეველი. ამ უკანასკნელზე საუბრისას მან რობოტის სახეზე მიუთითა, რომელიც, სულ ცოტა, არაბუნებრივად გამოიყურებოდა.