ისანი-სამგორის რაიონის გამგებელი თემურ გრიგალაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს
საქართველოს მთავარ პროკურატურაში ისანი-სამგორის რაიონის გამგებელი თემურ გრიგალაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს. "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გრიგალაშვილს კაჩინსკის სახელობის სკვერის მშენებლობასთან დაკავშირებით დაკითხავენ.