ირმა ნადირაშვილის განცხადებების შემდეგ მისი და პროკურატურაში დაიბარეს - გოკა გაბაშვილი
ირმა ნადირაშვილის მიერ პარლამენტში გუშინ გაკეთებული განცხადებების შემდეგ მისი და პროკურატურაში დაიბარეს, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას. ეს არის ივანიშვილის მეთოდი ოპოზიციასთან ურთიერთობისა, - აღნიშნა გაბაშვილმა. წულუკიანს, კბილაშვილს და ხადურს მან ივანიშვილის ხუშტურების ბრმა შემსრულებლები უწოდა.