loader

გიორგი გოდაბრელიძე "თბილსერვის ჯგუფის" საქმიანობის საკითხზე დაიკითხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი გოდაბრელიძე "თბილსერვის ჯგუფის" საქმიანობის საკითხზე დაიკითხა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გიორგი გოდაბრელიძის დაკითხვა დასრულდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იკითხებოდა.

როგორც დაკითხვის დასრულების შემდეგ გოდაბრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კითხვები შეეხებოდა "თბილსერვის ჯგუფის" საქმიანობას და იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ორგანიზაციაში იყვნენ დასაქმებულნი.

მისივე განმარტებით, იმ პერიოდში, რა პერიოდზეც შეკითხვები აქვს გამოძიებას, ის იკავებდა "ნაციონალური მოძრაობის" ვაკის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს და გამოძიებამ სწორედ ამიტომ ჩათვალა საჭიროდ, რომ ის აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკითხულიყო.