loader

ჩინური კალენდრის მიხედვით, 10 თებერვალს გველის წელი დგება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩინური კალენდრის მიხედვით, 10 თებერვალს გველის წელი დგება

ჩინური კალენდრის მიხედვით, 10 თებერვალს გველის წელი იწყება. კალენდარი მთვარის ციკლების ცვლაზეა დაფუძნებული. ცნობილი ჩინელი ასტროლოგი დონგ ილ ინი 2013 წელს არც იღბლიანად და არც ნეგატიურად მიიჩნევს. მისი თქმით:

"2013 გველის წელია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის ვერც დიდ იღბალს ვიწინასწარმეტყველებ, მაგრამ ამავე დროს ვერც დიდ გაჭირვებას. გველი ნიშანს ხშირად ნეგატიურად უყურებენ, რადგანაც ქვეწარმავალი ყოველთვის ან ტალახშია ან წყალში, ამავე დროს მისი შხამიც მავნებელია".

მისი განცხადებით ამ წელს დაქორწინება, ბავშვების გაჩენა და ცხოვრებაში დიდი ცლილებების შეტანა არ არის სასურველი. თუმცა, ყველაფერი ცუდად არ იქნება, ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, მსოფლიოში ფინანსური კრიზისი გამოსწორებას დაიწყებს.
ახალი წლის აღსანიშნავად მთელ აზიაში ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი.