საქართველოს არ ყავს პოლიცია, რომელიც გააფთრებული ბრბოსგან დაიცავს ჩვეულებრივ მოქალაქეს - ჩიორა თაქთაქიშვილი
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მეტკინა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს არ ყავს პოლიცია, რომელიც დაიცავს ჩვეულებრივ მოქალაქეს, როდესაც გააფთრებული ბრბო დაესხმება თავს, - ამ განცხადებით ჩიორა თაქთაქიშვილი 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ზეწოლას გამოეხმაურა. მისი თქმით, გამოძიება მას არ დაკავშირებია. ჩიორა თაქთაქიშვილი მომხდარზე მთელ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.