loader

ჩოლოყაშვილის #53-ში სასწავლო ნაღმი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩოლოყაშვილის #53-ში სასწავლო ნაღმი იპოვეს

ჩოლოყაშვილის #53-ში მდებარე 95-ე საჯარო სკოლაში, რომელიც ამჟამად გაუქმებულია, სასწავლო ნაღმია ნაპოვნი. სასწავლო ხელყუმბარა შენობის დარაჯმა აღმოაჩინა.

სამართალდამცავებმა და გამნაღმველებმა შენობაში მუშაობა დაასრულეს. შემთხვევის ადგილზე, რამდენიმე წუთის წინ მივიდა სკოლის ყოფილი დირექტორი.

როგორც გამნაღმველებმა განაცხადეს, ხელყუმბარა სასწავლოა და საშიში არ არის.
როგორც შენობის დარაჯი ავთო ჩალაძე განმარტავს, ხელყუმბარა შენობის ერთ-ერთ სამუშაო ოთახში გუშინ იპოვა, გარეთ გამოიტანა და ქუჩაში დადო. პოლიცია კი,  ქუჩაში გამვლელებმა გამოიძახეს, რომლებსაც ნივთი საეჭვოდ მოეჩვენათ.

სკოლის ყოფილი დირექტორის ინფორმაციით, 95-ე საჯარო სკოლა 2010 წლის 11 აგვისტოს განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე გაუქმდა და 81-ე სკოლას შეუერთდა.
მისი თქმით, შენობიდან ნივთები გაიტანეს, თუმცა როგორ ჩანს, სკოლის სამხედრო კათედრის გარკვეული ნივთები შენობაში კვლავ დარჩა.