loader

გიგანტური კონდორი ჰოკეისტებს დაერია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიგანტური კონდორი ჰოკეისტებს დაერია

ჰოკეის დარბაზში შეკრებილი მაყურებელი ერთობ საინტერესო და კომიკური სანახაობის მომსწრე გახდა. ECHL-ის ნახევრად პროფესიონალურ ლიგაში "ბეკერსფილდ კონდორსა" და "ლას-ვეგას რანგლერზს" შორის შეხვედრა ლამის ჩაიშალა, რისი მიზეზიც მასპინძელთა თილისმა - გიგანტური ფრინველი კონდორი გახდა.

ამერიკის ჰიმნის შესრულებისას გიგინტურმა ფრინველმა მომვლელს თავი დააღწია და ყინულზე სეირნობა დაიწყო. მომვლელი უმალ გამოედევნა კონდორს, მაგრამ ფეხი აუცურდა და ძირს განერთხა. ჰოკეის მოედანსა და მის მიღმა სახალისო ამის შემდეგაც მრავლად იყო - ფრინველმა ყინულზე სეირნობით გული იჯერა, ერთ-ერთი გუნდის მოთამაშეებში გაერია, რომლის მწვრთნელს თავსაც დაესხა.