ჩინური ახალი წლის აღნიშვნისას, მეპატრონემ საკუთარი მაღაზია ლამის გადაწვა
ავსტრალიაში ჩინური ახალი წელი თავისებურად აღნიშნეს. ადგილობრივი ჩინური მაღაზიის მფლობელმა თავის კლიენტებს პატარა შოუ მოუწყო და მაღაზიის წინ ათასობით პატარა შუშხუნას წაუკიდა ცეცხლი. სამწუხაროდ, ორგანიზატორმა ვერ გაითვალისწინა, რომ ცეცხლი შესაძლო იყო, მის მაღაზიასაც გადასდებოდა. თუმცა, მისდა საბედნიეროდ, დამსწრე საზოგადოების სწრაფი რეაქციის შედეგად მაღაზიას მცირეოდენი ზარალი მიადგა.