loader

როგორც კი გაიგეს, ჩამოვდიოდი, დაოთხილი მთელი მთავრობა ჩამოლაგდა - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორც კი გაიგეს, ჩამოვდიოდი, დაოთხილი მთელი მთავრობა ჩამოლაგდა - მიხეილ სააკაშვილი

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ თენგიზ გუნავასთან ერთად, ზუგდიდის საავადმყოფო "რესპუბლიკაში" დაჭრილი პოლიციელი დავით ქვარაია მოინახულა. პრეზიდენტის მისვლის მომენტში პაციენტს ეძინა და მიხეილ სააკაშვილმა მასთან გასაუბრება ვერ შეძლო. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დაჭრის ფაქტი მხოლოდ თენგიზ გუნავას მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გაახმაურა.

სააკაშვილი დღესვე მედპერსონალისთვის ორი თვის გაუცემელი ხელფასების საკითხსაც გამოეხმაურა და მოუწოდა ხელისუფლებას, აღნიშნულ საკითხს მიხედონ და შეეშვან კაბინეტებში ჯდომას.