ჩინელები ქუთაისში "ჩინეთის დიდ კედელს" აშენებენ
ქუთაისში ჩინელები საკუთარ ტერიტორიას კედლით საზღვრავენ. უახლოეს მომავალში ავტოქარხნის დასახლებაში "ჩინეთის ხუალინის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის" გახსნა იგეგმება. ამ ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. აშენებულია სასტუმრო "ხუალინი". სავარაუდოდ, დაგეგმილია სავაჭრო ცენტრის გახსნა. უკვე ფუნქციონირებს ხის გადამამუშავებელი ქარხანა. თავად ჩინელი ინვესტორები საკუთარი გეგმების შესახებ ჯერჯერობით არ საუბრობენ.