loader

შეყვარებული ბიჭის რეაქცია, როდესაც იგებს, რომ გოგონა სიყვარულითვე პასუხობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეყვარებული ბიჭის რეაქცია, როდესაც იგებს, რომ გოგონა სიყვარულითვე პასუხობს

2008 წელს მალაიზიელი რეჟისორის იასმინ აჰმადის მიერ გადაღებული სოციალური რეკლამა რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა.

70-წამიანი ვიდეორგოლი 7 წლის ჩინელ ბიჭუნაზე ჰონგ მინგზე მოგვითხრობს, რომელიც თავის მალაიზიელ თანაკლასელზე უმი ქაზრინაზეა შეყვარებული.

ინტერვიუს პირველ ნაწილში, პატარა ბიჭი კადრსმიღმა მდგომი რეჟისორის კითხვებს პასუხობს. "მინდა რომანტიულ ვახშამზე წამომყვეს, მაგრამ მან ამის შესახებ არ იცის. საიდუმლოდ ვინახავ, არ მინდა ყველამ გაიგოს, დამცინებენ, რადგან მას არასდროს მოვეწონები".

მეორე ნაწილში კი "დაკითხვის" ობიექტი თავად გოგონა უმი ქაზრინაა, რომელიც აღიარებს, რომ თავადაცაა შეყვარებულია ჰონგ მინგზე. ყველაზე სახალისო და ამაღელვებელი მომენტი, სწორედ ამ აღიარებას მოჰყვება.


ასევე იხილეთ: შეყვარებულისგან უარყოფილი პატარა "რომეო"