loader

"ბათუმში ქუჩაში უწევთ ლოცვა" - ბიძინა ივანიშვილი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბათუმში ქუჩაში უწევთ ლოცვა" - ბიძინა ივანიშვილი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან პირველივე შეხვედრაზე აზიზიეს მეჩეთისა და ტაო-კლარჯეთში ქართული ტაძრების გარშემო არსებული პრობლემა მოგვარდა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" წლების განმავლობაში ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობისა და ტაო-კლარჯეთში ქართული ტაძრების რესტავრაციის გარშემო აჟიტირებას ახდენდა და პრობლემას არ აგვარებდა.

"ბათუმსა და აჭარაში ჩვენი ქართველი მუსულმანები ძალიან ბევრია, ასევე, ბლომად არიან მუსულმანი ტურისტებიც და არ არის საკმარისი სალოცავი. ეზოში გამოდიან და მეჩეთის ეზოშიც ვერ ეტევიან და ქუჩაში უწევთ ლოცვა ხშირად. 200-ზე მეტი მეჩეთია და არ არის პრობლემა სხვა მეჩეთის აშენების. ადგილს ეძებს აჭარის მთავრობის მეთაური ხაბაძე. უახლოეს დღეებში ადგილს მოვძებნით და აშენდება ნეჩეთი. ამას არ სჭირდება არანაირი პოლიტიკური დატვირთვა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.