მტკვარში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს
საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მდინარე მტკვარში, "ორთაჭალჰესის" მახლობლად, ადამიანის ცხედარი აღმოაჩინა, - ინფორმაციას ამის შესახებ "ტელეიმედი" ავრცელებს. გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია. იგი, სავარაუდოდ, გუშინ გარდაიცვალა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.