loader

52-ე საჯარო სკოლასთან ლუდის ბარის მშენებლობას აპროტესტებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

52-ე საჯარო სკოლასთან ლუდის ბარის მშენებლობას აპროტესტებენ

თბილისის ქართველ იუნკერთა სახელობის 52-ე საჯარო სკოლაში დირექტორმა, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები სკოლის ტერიტორიაზე მშენებარე ლუდის ბარისა და გასართობი ცენტრის მშენებლობას აპროტესტებენ.

2012 წლის ზაფხულში საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის წესით, სკოლის კუთვნილი ტერიტორია შპს "კოლხა 2012"-ს გადაეცა. დამტკიცებული პროექტის თანახმად, ლუდის ბარსა და სკოლას შორის დაშორება მხოლოდ სამი მეტრია. სკოლის დირექციამ უკანონოდ გასხვისებულ ტერიტორიაზე ლუდის ბარის მშენებლობის შეჩერებაზე სარჩელი შეიტანა, თუმცა მოსამართლემ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

52-ე სკოლის ტერიტორიაზე განათლების და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილიც იმყოფებოდა, რომლის თქმითაც, მთავრობა ბიზნესს განვითარებისთვის ხელს შეუწყობს, თუმცა 52-ე სკოლის ტერიტორიაზე ლუდის ბარის და საბილიარდოს მშენებლობა შეჩერდება.