loader

"ნაციონალური მოძრაობა" რუსთაველის გამზირზე "დიდი მიტინგის" გამართვას გეგმავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაციონალური მოძრაობა" რუსთაველის გამზირზე "დიდი მიტინგის" გამართვას გეგმავს

"საქართველოს ხელისუფლების ბუნდოვანი პოზიცია საქართველოს მომავალზე, საქართველოს ორიენტაციაზე გვაძლევს საფუძველს, კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და მთავრობას ვუთხრათ, რომ ჩვენი მომავალია ევროპის გზა და არა უკან, რუსეთში დაბრუნება" - ამის შესახებ საგანგებო განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, 19 აპრილს, 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ძველი შენობის წინ "დიდი მიტინგის" გამართვა იგეგმება, სადაც ქვეყნის ყველა პატრიოტია მიწვეული, "რომელსაც არ უნდა, საქართველო დაბრუნდეს იმ დროში, სადაც არ იყო დემოკრატია და თავისუფლება".

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები იწყებენ რეგიონებში ჩასვლას და თბილისის ყველა უბანში მოსახლეობასთან შეხვედრას, რათა ხელისუფლებას დაანახონ, რომ "ხალხის ნება ურყევია, საქართველოს მომავალი კი არის დასავლეთისკენ და არა რუსეთისკენ".