მანანა მანჯგალაძე არჩილ კბილაშვილის განცხადებას ბინძურ ტყუილს უწოდებს
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებას ბინძურ ტყუილს უწოდებს. როგორც მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გუშინ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ერთ-ერთი სატელევიზიო არხის ეთერში განცხადა, რომ თითქოს პრეზიდენტი ტელეკომპანია "იმედის" იმჟამინდელ ერთ-ერთ მფლობელს ჯოზეფ ქეის თავისი კუთვნილი წილის დათმობის შესახებ ტელეფონით ესაუბრა.