ჯობდა, მე მომხვედროდა ტყვია, რადგან უსაყვარლესი მეგობარი დავკარგე - ლადო ვარძელაშვილი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა, რომელიც იარაღის უკანონო შენახვაშია ბრალდებული, გლდანის #8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.
სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა ასევე ვახტანგ ბიჭაშვილმა.
დევი სირაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ სამივე პირს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრ ვლადიმერ ვარძელაშვილს, რომელიც იარაღის უკანონო შენახვაშია ბრალდებული, გირაოს სახით 3 ათასი ლარი შეეფარდა, იარაღის უკანონოდ გასაღება/ჩუქებაში ბრალდებულ ვახტანგ ბიჭაშვილს – 6 ათასი ლარი, ხოლო გაუფრთხილებლობით ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ ზვიად ქავთარაძეს – 15 ათასი ლარი.
ბრალდებულებს თანხის გადახდის ვადად 15 დღე განესაზღვრათ. ქავთარაძე საპატიმროს სავარაუდოდ ხვალ, გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.
რეპორტაჟს ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.