შეხლა-შემოხლა წალკაში გამგებლის დანიშვნასთან დაკავშირებით
ხმაური იყო წალკის გამგეობასთან გამგებლად ჯონი საბაძის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ შეიკრიბნენ როგორც ჯონი საბაძის მხარდამჭერები, ასევე კოალიცია "ქართული ოცნების" წალკის ადგილობრივი ორგანიზაციის ის აქტივისტები, რომლებიც აპროტესტებენ ჯონი საბაძის წალკის გამგებლად შესაძლო დანიშვნას. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მათ შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლაც მოხდა.