loader

მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანში

მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო. ბაქოში, ზუგულბას სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილმა და ილჰამ ალიევმა ორმხრივ ურთიერთობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. მხარეებს შორის შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობაც გაიმართა. დელეგაციების წევრებმა კონკრეტულ სფეროებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.