"ვარსკვლავური ომების" პერსონაჟებმა უკრაინის იუსტიციის სამინისტრო "შტურმით აიღეს"
"ვარსკვლავური ომების" პერსონაჟებმა გადაწყვიტეს, შტურმით აეღოთ უკრაინის იუსტიციის სამინისტრო, რათა გამოეთქვათ პროტესტი უკრაინული "ინტერნეტ პარტიის" აკრძალვასთან დაკავშირებით. აქციის ორგანიზატორთა თქმით, მათ გადაწყვეტილი აქვთ, გააცნონ სამინისტროს ხელმძღვანელობას საბუთები, რომლებიც ამტკიცებს ზემოხსენებული პარტიის კანონიერებას და მისი არსებობის ლეგიტიმურობას.