ინგლისელ მეხანძრეებს ღორი "წვრთნის"
ინგლისში, სომერსეტში მდებარე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ღორი დომინიკი გამოცდას უწყობს. 88-კილოგრამიანი ღორი, რომელსაც ზედმეტსახელად "მეხანძრე ბეკონი" შეარქვეს, ახალბედა მეხანძრეებს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ცხოველებთან ურთიერთობას "ასწავლის". ეს უნარები მაშველებს იმ შემთხვევაში დასჭირდებათ, თუ ცეცხლმოკიდებული სახლიდან ცხოველების გადარჩენა მოუწევთ.