loader

მეგის ქარდავას არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ახალ ბრალდებას წაუყენებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეგის ქარდავას არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ახალ ბრალდებას წაუყენებენ

სამხედრო პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელ მეგის ქარდავას კიდევ ერთ ბრალდებას წაუყენებენ. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა პაიჭაძემ განაცხადა, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე.

მისი თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტიდან შემოსული მასალების საფუძველზე დაიწყო. პაიჭაძის განმარტებით, დადგენილია, რომ 2012 წლის 21 ივლისს მეგის ქარდავას უკანონო დავალებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თავისუფლება აღუკვეთეს აფხაზეთიდან დევნილ გ. ჩ.-ს.

პაიჭაძის განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულები და დაკავებულები არიან თორნიკე გუნავა, ალექსანდრე კუჭუაშვილი, მამუკა წურწუმია, მერაბ მეტრეველი. ასევე, გიორგი სამუშიას და კოხტა კოდუას ბრალი წარედგინათ დაუსწრებლად.

პაიჭაძის თქმით, მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს წინაშე უკვე იშუამდგომლა დასახელებულ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ. რაც შეეხება მეგის ქარდავას, მას უახლოეს პერიოდში წარედგინება დაზუსტებული ბრალდება.