loader

ზუგდიდის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზუგდიდის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყაროში ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი "ოპელ ომეგა"-ს მარკის ავტომობილი და "კია"-ს მარკის ჯიპი ერთმანეთს შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად, "ოპელი"-ს ოთხი მგზავრი ადგილზე დაიღუპა. დეფორმირებული ავტომანქანიდან გარდაცვლილები სამაშველო სამსახურმა ამოიყვანა. შემთხვევის ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული.

ორივე ავტომანქანის მძღოლმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის წმინდა საბას სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდა გადაჭარბებული სიჩქარე და არასწორი მანევრირება. მძღოლების სიმთვრალე-სიფხიზლეს ექსპერტიზა დაადგენს.