loader

ხელოვნების "მსხვერპლი" პოლიტიკა და ჰალსტუხებით "ჩამომხრჩვალი" ჩინოვნიკები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხელოვნების "მსხვერპლი" პოლიტიკა და ჰალსტუხებით "ჩამომხრჩვალი" ჩინოვნიკები

პოლიტიკოსები, სისტემის მსხვერპლი ადამიანები, სოციალური პრობლემები - დათო კუხალაშვილი დაახლოებით 4 წელია, საკუთარ ფიქრებს თავის ნახატებში გადმოსცემს. ყველაფერს, რაც ქვეყანაში ხდება, თვალყურს აქტიურად ადევნებს. ამბობს, რომ მის ნამუშევრებში ყოველდღიური ცხოვრებაა ასახული.

უსამართლობა, სიცრუე და ფასადური პოლიტიკა - ეს ის პრობლემებია, რასაც წლების განმავლობაში დათო კუხალაშვილი თავისი ნახატებით აპროტესტებს.

ყველაზე "მკაცრად" ნამუშევრებში მაინც პოლიტიკოსებს მოექცა - ადამიანებს, რომლებიც, მისი აზრით, საკუთარ სამყაროში არიან ჩაკეტილნი და მოსახლეობაზე არ ფიქრობენ.