loader

დაკავებულებს ადმინისტრაციული პატიმრობა და ჯარიმის გადახდა დაეკისრათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაკავებულებს ადმინისტრაციული პატიმრობა და ჯარიმის გადახდა დაეკისრათ

საქალაქო სასამართლომ ინციდენტის მონაწილე პირებს ადმინისტრაციული პატიმრობა და ჯარიმის გადახდა დააკისრა.  

ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა სასჯელაღსრულების სამინისტროსთან დაკავებულ სამ პირს. გიორგი ხარაბაძეს და მერაბ ჭიქაშვილს 20-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, აკაკი ჩიქოვანს 10 - დღიანი პატიმრობა. "შეფიცულთა რაზმის" ხელმძღვანელს, გია ბურჯანაძეს, აგრეთვე ოთარ ბექაურს, ბესიკ ტაბატაძესა და ლადო სადღობელაშვილს 400-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ.  მოსამართლე ნანა დარასელიას გადაწყვეტილებით, აღნიშნულმა პირებმა ჯარიმა ერთი თვის განმავლობაში უნდა გადაიხადონ.    

სასჯელაღსრულების სამინისტროსთან 25 მარტს გამართული პატიმრების მხარდამჭერი აქცია  პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

საპატრულო პოლიცია აქციის მონაწილეებს ყაზბეგის გამზირის გახსნისკენ მოუწოდებდა, რასაც მოპიკეტეების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. საბოლოოდ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს საავტომობილო ტრასა  დაატოვებინეს, შეხლა-შემოხლის დროს კი რამდენიმე ადამიანი დააკავეს.