ინგლისელი სკოლის მოსწავლე დედას დანებს ესვრის
ახალგაზრდა ინგლისელ სკოლის მოსწავლეს, ედუარდ პინდერს, უცნაური ჰობი აქვს: ყოველ დღე, გაკვეთილების შემდეგ, 10 წლის ბიჭუნა დანების სროლაში ვარჯიშობს, მიუხედავდ იმისა, რომ საპირისპირო მხარეს დედამისი დგას. იგი მსგავს საქმიანობას უკვე რამდენიმე წელია, რაც ეწევა. საფრთხის მიუხედავად, 20 სანტიმეტრიანი დანა დედას, საბედნიეროდ, ჯერ არ მოხვედრია. ედუარდს სურვილი აქვს, ამ წამოწყებაში მამამაც მიიღოს მონაწილეობა.