ბექა ხოფერიას და მასთან ერთად დაკავებულ ორ პირს გირაო, ერთს კი - პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული ოთხი პირის, მათ შორის ბექა ხოფერიას ადვოკატის შუამდგომლობა - პატიმრობაში დატოვა ოთხი დაკავებულიდან ერთ-ერთი დავით ეჯიბია, დანარჩენ ბრალდებულებს კი 7-7 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ.
პროკურორი შორენა მიქაბაძე პროცესის განმავლობაში ითხოვდა აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას, იქიდან გამომდინარე, რომ მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული პირების გარდა, ინციდენტის სხვა მონაწილეები არ არიან დადგენილები და არსებობდა შესაძლებლობა, რომ ბრალდებულების გათავისუფლების შემთხვევაში მათ გამოძიებისთვის ხელი შეეშალათ.
პროცესზე ცნობილი გახდა, რომ ოთხი დაკავებულიდან ერთი - დავით ეჯიბია, რომელსაც აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა განესაზღვრა, ორჯერაა ნასამართლევი, ხოლო ბექა ხოფერია და გიგა იობაშვილი წვრილმან ხულიგნობაში არიან შემჩნეული, რის გამოც ადმინისტრაციული სახდელი აქვთ დაკისრებული.
ბექა ხოფერიას, დავით ეჯიბიას, ერასტი საბანაძესა და გიგა იობაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის შესაბამისად ედებათ ბრალი, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.