loader

ლექცია ღია ცის ქვეშ - აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების ორიგინალური პროტესტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლექცია ღია ცის ქვეშ - აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების ორიგინალური პროტესტი

ავტორიზაციის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.

ამ მოთხოვნით სტუდენტები განათლების სამინისტროს შენობასთან შეიკრიბნენ და პროტესტი სიმბოლური ფორმით გამოხატეს. სტუდენტებმა სამინისტროსთან მიიტანეს მერხები, დაფა, სკამები და ლექცია გამართეს, რომელიც უნივერსიტეტის ლექტორმა ლევან ტატიშვილმა წაიკითხა და მეხსიერების თემას მიეძღვნა.

სტუდენტების განცხადებით, ამ ფორმით გამოხატული პროტესტის მიზანი იყო ის, რომ ყველასთვის შეეხსენებინათ, რომ აგრარული უნივერისტეტის სტუდენტებს სურთ განათლების მიღება და ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო მათ განათლების მიღებაში ხელი ეშლებათ.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია