ნინო ბურჯანაძე: ბადრი ბიწაძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ძნელია
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მიუნხენის აეროპორტში ბადრი ბიწაძესა და "ქართული პარტიის" თანათავმჯდომარეს, ლევან გაჩეჩილაძეს შორის კონფლიქტზე პირველი კომენტარი გააკეთა.
როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, თუ რაიმე აქვს გასარკვევი ლევან გაჩეჩილაძეს, ეს შეეძლო თბილისში გაერკვია და არა უცხო ქვეყნის აეროპორტში.
"ჩვენ არავისთან არ გვაქვს კონფლიქტი. ძალიან უცნაურია, რომ ბატონმა ლევანმა გადაწყვიტა ეს საკითხი, რომელიც უკვე კარგა ხანია ტრიალებს საზოგადოებაში, მაინცდამაინც მიუნხენის აეროპორტში გაერკვია. ცხრა მთას იქით, უცხო ქვეყნის აეროპორტში, ამ საკითხების გარკვევა უხერხულია", - განაცხადა
ნინო ბურჯანაძემ.
მან ასევე ისიც აღნიშნა, რომ ბადრი ბიწაძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ძალიან ძნელია.