კურიოზული ძარცვა და კოლგოტჩამოფხატული უიღბლო მძარცველი
კალიფორნიის შტატში, ქალაქ რედდინგში, მამაკაცმა მაღაზიის გატეხვა სცადა. სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრების მიხედვით, ადგილობრივი დროით ღამის პირველ საათზე მამაკაცი მაღაზიასთან მივიდა, თავზე ქალის კოლგოტი ჩამოიფხატა და ქვით მინის ჩამსხვრევა სცადა. უიღბლო მძარცველს არ გაუმართლა - მინა არ გატყდა, სიგნალიზაციამ კი არ დააყოვნა და ჩაირთო. შეშინებული მამაკაცი სასწრაფოდ გაეცალა მაღაზიას, მაგრამ აქაც არ გაუმართლა - ასფალტზე რამდენჯერმე გაიშხლართა.
მაღაზიის მეპატრონემ ჩანაწერი რამდენიმე დღის შემდეგ ნახა, როდესაც სისტემას ამოწმებდა და აღნიშნა, რომ მსგავსი კურიოზული შემთხვევა არ უნახავს. ამჟამად პოლიცია უიღბლო ქურდს ეძებს.
მაღაზიის მეპატრონემ ჩანაწერი რამდენიმე დღის შემდეგ ნახა, როდესაც სისტემას ამოწმებდა და აღნიშნა, რომ მსგავსი კურიოზული შემთხვევა არ უნახავს. ამჟამად პოლიცია უიღბლო ქურდს ეძებს.