წითელას ვირუსით თბილისში 2 ადამიანი გარდაიცვალა
წითელას ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა, დაავადებულ ადამიანთა რაოდენობა კი არ კლებულობს, - ინფორმაციას ამის შესახებ "რუსთავი 2" ავრცელებს. გარდაცვლილია 11 თვის ჩვილი და 19 წლის ახალგაზრდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წითელაზე აცრილია 1275 კონტაქტში მყოფი პირი. პრევენციული ღონისძიებები მომავლ კვირაშიც გაგრძელდება.