loader

მერაბიშვილი პროფესიით მარკშრეიდერია - დავით მაღრაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მერაბიშვილი პროფესიით მარკშრეიდერია - დავით მაღრაძე

ვანო მერაბიშვილი ამ შემთხვევაში ვინ არის, რა კომპეტენციით ესწრებოდა ამ განხილვას? - ასეთი კითხვა დასვა კულტურის სამინისტროში რაბათის რესტავრაციასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე პოეტმა დავით მაღრაძემ.

მისი თქმით, ის მიესალმება, რომ რაბათის თემის სახალხო განხილვა ხდება, თუმცა მისთვის გაუგებარია, რატომ იმყოფება ასეთ განხილვაზე პარტიის წევრი.

"თუ ბატონ მერაბიშვილს იწვევთ, რატომ არ იწვევთ ნათელაშვილს ან ბატონ კუკავას? თუ პარტიის ლიდერებს იწვევთ, მაშინ პარტიის ლიდერები უნდა მოიწვიოთ. ვანო მერაბიშვილი ამ შემთხვევაში ვინ არის, რა კომპეტენციით ესწრება ამ განხილვას? მეც ზედმეტი ვარ აქ, არათუ მერაბიშვილი", - განაცხადა დავით მაღრაძემ.

მისივე თქმით, ის მიესალმება, თუ ექსპერტები ჩაერთვებიან ამ საკითხის გარკვევაში და საზოგადოება მაღალი კლასის ექსპერტებს გამოუცხადებს ნდობას და არა ისეთ გამვლელ-გამომვლელებს, როგორიც არის მერაბიშვილი.