loader

ქუთაისის პარლამენტთან "ნაციონალებს" სიურპრიზად ფლეშმობი მოუწყვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისის პარლამენტთან "ნაციონალებს" სიურპრიზად ფლეშმობი მოუწყვეს

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ 19 აპრილისთვის დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით პარლამენტთან ფლეშმობი გაიმართა. ფლეშმობი ჯგუფმა "ჩვენ სიყვარული გვაერთიანებს" მოაწყო. ფლეშმობზე უმცირესობის წევრებიც იმყოფებოდნენ. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, სიურპრიზის შესახებ არაფერი იცოდნენ და გარეთ გამოსულებს ახალგაზრდების მუსიკალური ფლეშმობი დახვდათ.

როგორც ღონისძიებაში მონაწილეები აცხადებენ, დღევანდელი აქციით სურდათ, გამოეთქვათ სურვილი, რომ ქუთაისიდან პარლამენტი არ იყოს გადატანილი თბილისში. გარდა ამისა, მათი მოთხოვნაა, საქართველომ ევროპისკენ სვლა და ინტეგრაციის პროცესი განაგრძოს.

იხილეთ ინლისური ვერსია