ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრი ხელოვნების ქმნილებაა - მარინე მიზანდარი
ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრი არის თანამედროვე არქიტექტურის ნიმუში: გაბედული, შემოქმედებითი, ძალიან საინტერესო ხელოვნების ქმნილება, - განაცხადა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "აქცენტებში". მიზანდარმა ფსევდო არქიტექტურასა და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებზე ისაუბრა და რიყის ტერიტორიაზე მშენებარე ნაგებობებსაც შეეხო. მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ნებისმიერი ნაგებობა არსებულ ლანდშაფტს უნდა შეესაბამებოდეს. რაც ამ ხელისუფლების წევრი გავხდი, ნგრევის რიტორიკა არ გამიგია, - განაცხადა მან.