ნიგერიაში საშინელ ავარიას 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან
ნიგერიაში საშინელი ავარია მოხდა. ედოს შტატში, ბენინ სიტის და ორეს გზატკეცილზე, ბენზინმზიდი ავტობუსს და სატვირთოს შეეჯახა. მსხვერპლის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდება. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, შემთხვევას 60 ადამიანი ემსხვერპლა, უცხოური მედიის ინფორმაციით კი ავარიაში 100-მდე ადამიანი დაიღუპა.